|
|
saqarTvelos okupirebuli teritoriebidan devnilTa, Sromis, janmrTelobisa da socialuri dacvis saministroMINISTRY OF INTERNALLY DISPLACED PERSONS FROM THE OCCUPIED TERRITORIES, LABOUR, HEALTH AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA |
|
ssip samedicino da farmacevtuli saqmianobis regulirebis saagentoLEPL REGULATION AGENCY FOR MEDICAL AND PHARMACEUTICAL ACTIVITIES |
||
KA030259393293220 |
||
საქართველო, თბილისი 0119, აკ. წერეთლის გამზ. 144, ტელ; (+995 32) 2 72 53 84144 AK. TSERETELI AVE, 0119, TBILISI, GEORGIA, TEL: (+995 32) 2 72 53 84 |
||
|
№ 02/5685
27 / მაისი / 2020 წ.
|
||
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეფერალური საორგანიზაციო სამმართველოს უფროსს, ქალბატონ ხათუნა ჩაჩავას |
||
|
|
||
|
ქალბატონო ხათუნა, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, თქვენი მომართვის (№01/7484-ს) საფუძველზე, შესწავლილ იქნა შპს „ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ პაციენტ ალანა ხუბუჟოვასათვის (პ/ნ 1102037584; მცხოვრები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი. პაციენტ ალანა ხუბუჟოვას სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებული იქნა ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიური მიმართულებით. რეცენზენტის დასკვნით: „დამწვრობითი კერები უპირატესად ლოკალიზებული იყო თავის, სახის, კისრის და გულმკერდის ზონებში, რაც პროგნოზულად უფრო ცუდია, ვიდრე სხეულის სხვა უბნების დამწვრობა. საყურადღებოა, რომ პროცესს ართულებდა და ამძიმებდა სასუნთქი გზების დამწვრობა, გართულებული ბაქტერიული ინფიცირებით. რეანიმაციის განყოფილებაში პაციენტს უტარდებოდა სათანადო მონიტორინგი, სრული და ადეკვატური კლინიკური და დიაგნოსტიკური კვლევები. მკურნალობის პროცესი იყო კომპლექსური, რაც მოიცავდა ქირურგის და ოფთალმოლოგის ყოველდღიურ მეთვალყურეობას და სათანადო მანიპულაციების ჩატარებას. რაც შეეხება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის პროგრესულ დამძიმებას და ლეტალური შედეგის დადგომას, ეს ლოგიკურია დამწვრობითი დაავადების პათფიზიოლოგიიდან და ალტერაციული ზემოქმედების ხასიათის გათვალისწინებით. დიაგნოზი დასმულია სწორად. დიაგნოსტიკური ღონისძიებები ადეკვატურია, დაგეგმილი და ჩატარებული დიაგნოსტიკური ღონისძიებები დასმულ დიაგნოზს შეესაბამება სრული მოცულობით. სამკურნალო ღონისძიებები ადეკვატურია, აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, მკურნალობის მეთოდოლოგია და თერაპია რაციონალურია. შედეგი არ არის მიღწეული, რაც განპირობებულია ძირითადი დაავადების და შესაბამისი სტანდარტული გართულების მაღალი დამაზიანებელი ხარისხით. სამედიცინო პერსონალის მხრიდან შეცდომებს ან გადაცდომებს, რომელთაც შეეძლოთ პაციენტის მდგომარეობის გაუარესება - ვერ ვაფიქსირებთ“. პატივისცემით, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი მათიაშვილი |
||